გაცნობებთ, რომ სტუდენტების სწავლის საფასურთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ფილანტროპი ადამიანი (რომელსაც არ სურს ვინაობის გამხელა) უკვე მეორე წელია, ტრადიციულად გვთავაზობს სტიპენდიებს .
გთხოვთ გაითვალსიწინოთ, რომ სტიპენდია ინიშნება შემოდგომის სემეტრის სწავლის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ დასაფარად.
სტიპენდიის მიზანი: სწავლის საფასურის დაფარვა
სტიპენდია გაიცემა:
– მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებზე
– მათ, ვისაც გააჩნიათ ფინანსური და ეკონომიური პრობლემები, (განიციან სოციალურ სიდუხჭირეს).
ვის შეუძლია სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება?
– საქართველოს მოქალაქეებს
– თანამოქალაქეობის სტატუსის მქონე პირებს
– ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს
– ბაკალავრიატის მე-2, მე-3, მე-4 კურსის, მაგისტრატურის მე-2 კურსის, დოქტორანტურის მე-2, მე-3 კურსის სტუდენტებს
სტიპენდიის მიღების მსურველებმა 2021 წლის 2 სექტემბრის 23:00 საათამდე უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ელ-ფოსტაზე:(საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი – performing@tsc.edu.ge / მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის ფაკლუტეტის დეკანი- მაკა ვირსალაძე compose-theory@tsc.edu.ge )
1. განაცხადის ფორმა (იხ მიმაგრებული ფაილი)
2. გასული სემესტრის ნიშნების ფურცელი
3. რეკომენდაცია კათედრიდან – მიმართეთ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს
როგორ მიიღება გადაწყევტილება?
– გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, რომელიც შეიქმნება რექტორის ბრძნებით და რომელშიც შევლენ როგროც კონსერვატორიის წარმომადგენლები, ისე თავად სტიპენდიის გამღები პირის წარმომადგენელი და კონსერვატორიის სტუდენტი (რომელსაც არ ექნება განაცხადი შემოტანილი სტიპენდიის მიღებაზე) – შედეგი გამოცხადდება არაუგვიანეს 2021 წლის 6 სექტემბრისა.