სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – „საშემსრულებლო ხელოვნება“ (სოლო აკადემიური სიმღერა), სწავლის მსურველთათვის აცხადებს მიღებას მოსამზადებელ კურსზე “მუსიკის თეორია”
მოსამზადებელი კურსის მიზანია შიდა მისაღები გამოცდებისთვის აბიტურიენტთა მომზადება; სწავლა გაგრძელდება 2026 წლის 07 ნოემბრიდან 2027 წლის 7 ივნისამდე.
მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციის მსურველებმა არაუგვიანეს 2026 წლის 6 ნოემბრის 17:00 საათისა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა);
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. ყოველთვიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი.
შენიშვნა: ჯგუფი გაიხსნება 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში.
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ოთახი: 228
ტელ: (+995 32) 2 98 70 27
e-mail: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. 8-1077