დადგენილება №37/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
დადგენილება № 37/2021
თარიღი: 12 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი დამე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ს“ პუნქტის, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების – ნატალია ზუმბაძის (განცხადების რეგისტრაციის № 1179/22, 16.09.2021) და ივანე ჟღენტის (განცხადების რეგისტრაციის № 1300/22, 07.10.2021) განცხადებების და კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 12 ოქტომბრის № 09 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N 09),
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. შეუწყდეთ უფლებამოსილება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს – კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ ნატალია ზუმბაძეს და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიის მიმართულების ემერიტუს-პროფესორს, ივანე ჟღენტს;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი