2022 წლის 25 ივლისს თბილისის კონსერვატორია აცხადებს კონკურსს საშემსრულებლო ფაკულტეტის სპეც. ფორტეპიანოს მიმართულებაზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 01 სექტემბრიდან 2022 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, (კვირის გარდა, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე) კონსერვატორიის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში.
(მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. № 8-10, ოთახი № 212.
ელ-ფოსტა: konkursi@tsc.edu.ge).
დეტალური ინფორმაცია განაცხადის შესახებ იხილეთ ბრძანების დოკუმენტში