დადგენილება №93/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთან გასაუბრების თარიღისა და ფორმატის განსაზღვრის შესახებ
დადგენილება №93/2021
თარიღი: 21 ივლისი, 2021 წელი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქათველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 28 ივნისის № 80/2021 და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 21 ივლისის №36 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 36),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად რეგისტრირებულ კანდიდატთან – ნინო ბაქრაძესთან გასაუბრების თარიღად განისაზღვროს 2021 წლის 23 ივლისი, 10:00 საათი
2. გასაუბრება ჩატარდეს დისტანციური ფორმატით თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით;
3. გასაუბრების თარიღისა და ფორმატის შესახებ ეცნობოს რეგისტრირებულ კანდიდატს;
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.tsc.edu.ge;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე