- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ
სამუსიკისმცოდნეო საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო პროგრამა
„მუსიკის თეორია“, სამაგისტრო პროგრამა – ,,მუსიკისმცოდნეობა“, სადოქტორო
პროგრამა ,,სამუსიკისმცოდნეო კვლევები“) საუკეთესო სტუდენტისათვის
გამოაცხადა აპლიკაციების მიღება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ერთწლიან ყოველთვიურმ სტიპენდიაზე 200 ლარის ოდენობით.
კონკურსანტის შერჩევა განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლის
აკადემიური მოსწრებისა და სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის დეკანის ელექტრონული ფოსტის მისამართზე compose-
theory@tsc.edu.ge უნდა გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. 2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების საბუთი (ნიშნები);
2. სამეცნიერო აქტივობის ჩამონათვალი;
3. სამეცნიერო აქტივობის დამადასტურებელი საბუთების ასლები −
გამოქვეყნებული სტატიები, ჟურნალ-გაზეთების სატიტულო გვერდები,
კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის დამადასტურებელი პროგრამები, ექსპედიციების ხელმძღვანელ(ებ)ის წერილობითი დასტური მონაწილეობასთან დაკავშირებით.
- უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს, რომელიც წარმოადგენს ქართული ტრადიციული მუსიკის (საეკლესიო მუსიკოლოგიის, ეთნომუსიკოლოგიის) მიმართულებით განხორციელებულ კვლევებს (სტატიებს, მოხსენებებს).
- სტიპენდიას ვერ მიიღებს: კონსერვატორიის კურსდამთავრებული, 2022-2023 სასწავლო წლის ან მიმდინარე წლის სტატუსშეჩერებული სტუდენტი, წინა წლის ამავე სტიპენდიის სტიპენდიატი.
საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 16 სექტემბერი.