2026 წლის 27 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
ეთნომუსიკოლოგიის მიმართულება ატარებს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას და ტრადიციული მუსიკის საღამოს.
სამეცნიერო კონფერენციისა და საღამოს მიზანია საერო და სასულიერო მუსიკის ახალგაზრდა მკვლევართა და შემსრულებელთა განვითარების ხელშეწყობა, ტრადიციული შემსრულებლობის დაცვა და პოპულარიზაცია. კონფერენციასა და საღამოში მონაწილეობა შეუძლია ხალხური და საეკლესიო მუსიკის (მათ შორის, არაქართულის) ნებისმიერ ახალგაზრდა მკვლევარს (როგორც მუსიკოსს, ისე არამუსიკოსს) და შემსრულებელს (მომღერალს, საკრავზე დამკვრელს, მგალობელს; როგორც ჯგუფს, ისე სოლისტს).
ინფორმაცია მონაწილეობის მსურველთათვის
1. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა:
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები 27 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე და პროექტის ხელმძღვანელის, პროფ. ნატალია ზუმბაძის მისამართზე natalia.zumbadze@tsc.edu.ge უნდა გააგზავნონ მოხსენების თეზისები (არაუმეტეს 1 გვერდისა).
თეზისების გაფორმების წესი:
· შრიფტი – Sylfaen
· ზომა – 11
· დაშორება სტრიქონებს შორის – 1,5 სმ.
· ველები ყველა მხრიდან – 2 სმ.
2. ტრადიციული მუსიკის საღამოში მონაწილეობა:
საღამოში მონაწილეობის მსურველებმა პროფ. ნატალია ზუმბაძის
მისამართზე natalia.zumbadze@tsc.edu.ge 27 აპრილამდე უნდა გააგზავნონ
· 4-5 ნიმუშის (სიმღერის / დასაკრავის / საგალობლის) აუდიო ან ვიდეოჩანაწერი.
საღამოს მონაწილეების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ
შემსრულებლებს, რომლებიც კონფერენციაშიც მონაწილეობენ.
სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება კონსერვატორიის 401-ე აუდიტორიაში
(დასაწყისი: 11:00 სთ.)
ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართება კონსერვატორიის მცირე დარბაზში (დასაწყისი: 19:00 სთ.)