დადგენილება № 12/2023 სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების ცვლილების პროექტის მიღებისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ
დადგენილება № 12/2023
თარიღი: 11 ოქტომბერი , 2023 წელი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8 4 მუხლის „ბ“ პუნქტის, მე- 18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3
ნაწილის, 57-ე , 63-ე და 100-ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებისა და კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 11 ოქტომბრის № 08 ოქმის საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. მიღებული იქნეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების ცვლილების შემუშავებული პროექტი თანდართული სახით;
2. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების ცვლილების პროექტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნათია ქავთარაძე
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი