თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გამომცემლობამ გამოსცა „ჯაზის თეორიისა და პრაქტიკის სისტემური კურსის“ მეორე გაფართოებული გამოცემა. ავტორია მერაბ ოძელაშვილი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლების ყველა სპეციალობის ჯაზის მუსიკოსისთვის – როგორც ვოკალისტების,
ისე ინსტრუმენტალისტებისთვის. ამასთან, მისი ადრესატი შეიძლება იყოს ნებისმიერი მუსიკოსი, ჯაზით დაინტერესებული სპეციალისტი, თუ ჯაზის მოყვარული.
სახელმძღვანელოს ავტორს, მუსიკისმცოდნე მერაბ ოძელაშვილს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის „ჯაზის ხელოვნების“ პროგრამაზე ზოგადმუსიკალური საგნების ბლოკის, კერძოდ – ჯაზური სოლფეჯიოს, ჯაზის ჰარმონიას, ჯაზის მუსიკალურ ფორმებისა და იმპროვიზაციის თეორიულ საფუძვლების სწავლებისა. წიგნში გათვალისწინებულია მსოფლიო ჯაზის მრავალი მიღწევა; ჯაზის თეორია წარმოდგენილია სხვადასხვა რაკურსით – ჰარმონია, ჯაზური
ფორმა და კომპოზიცია, რიტმიკა, იმპროვიზაცია, რეჰარმონიზაცია; მოცემულია როგორც თვალსაჩინო საილუსტრაციო მაგალითები და ცხრილები, ისე დიდი რაოდენობის სავარჯიშოები და ჯაზის ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებისა და ჟანრის მხატვრული ნიმუშები, წარმოდგენილია ჯაზ – სტანდარტების ფორმები.
სახელმძღვანელო რეცენზირებულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის, მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის მიმართულებებზე. რეცენზენტები არიან: ლეილა მარუაშვილი, ზურაბ რამიშვილი და გიორგი შავერზაშვილი; რედაქტორია რუსუდან თაბაგარი; ლიტ. რედაქტორია მანანა ტაბიძე; გარეკანის დიზაინი ეკუთვნის მარიამ პოლტახიენტის, კომპიუტერულ მაკეტზე მუშაობდნენ: თინათინ ბარკალაია და მანანა ჟღენტი.
სახელმძღვანელო გამოიცა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური
ხელშეწყობით.