8-12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
ბელგიელი პროფესორების მონაწილეობით 11 ნოემბერს, 19 საათზე, კონსერვატორიის მუზეუმში გაიმართება კონცერტი, სადაც შესრულდება ბელგიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
ბელგიის სამეფო კონსერვატორია – http://www.conservatoire.be/
გაეცანით ბელგიელი შემსრულებლების ბიოგრაფიებს ბმულებზე:
Nathalie Lefevre
Charles Michiels
Julie Delbart
Laurent Haye
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ