თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე რეგისტრირებულმა კანდიდატმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა მოხსნა თავისი კანდიდატურა. მისი განცხადება კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ცნობად იქნა მიღებული.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ახალი კონკურსი!