დადგენილება № 16/2022 – სსიპ – თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საკითხის განხილვის შესახებ
დადგენილება № 16/2022
თარიღი: 13 მაისი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნტის, 2011 წლის 12 ივლისის აკადემიური საბჭოს № 8 სხდომაზე დამტკიცებული „თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ მე-5 მუხლის 5.1 პუნტიდან გამომდინარე, სტუდენტ თეონა დალაქიშვილის 2022 წლის 28 აპრილის განცხადების, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა #IV-100 ა, 28.04.2022 წ. 5476121; აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის დასკვნა, 29.04.2022 წ), კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების ონლაინ სხდომის ოქმის (02.05.2022 წ. #15) და აკადემიური საბჭოს 2022 წლის 13 მაისის № 09 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 09),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. გათვალისწინებული იქნას კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების შუამდგომლობა და მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტ თეონა დალაქიშვილს, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, 2021-2022 სასწავლოს წლის საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ იქნეს ცნობილი. შესაბამისად, საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა არ ჩაეთვალოს მეორე დავალიანებად.
2. დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე