დადგენილება No 56/2022 – სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესში ცვილებების შეტანის შესახებ
დადგენილება No 56/2022
თარიღი: 28 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის No 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 დეკემბრის No 22 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი No 22),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.1. შევიდეს ცვლილებები და დამატებები სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესში და წესის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს დანართში წარმოდგენილი სახით (იხ. დანართი – მარეგულირებელი წესი – კოდიფიცირებული);
2. დადგენილება დაეგზავნოს კონსერვატორიის ორივე ფაკულტეტის დეკანებს, სტრუქტურულ ერთეულებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, No 64).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე