დადგენილება № 28/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ
დადგენილება № 28/2021
თარიღი: 28 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის 1’ პუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/09 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 28 ივლისის № 07 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. გაიცეს თანხმობა სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბალანსზე რიცხული, გამოუყენებელი და ამორტიზებული აქტივების ჩამოწერისა და შემდგომი განკარგვის მიზნით (დანართი № 1);
2. უზრუნველყოფილ იქნეს ამ მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ღონისძიებების გატარება;
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ქეთევან იაშვილს;
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
6. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი