დადგენილება №82/2021 – ” სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წელს გარე და შიდა მობილობის მისაღები ადგილების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 ივნისის N 70/2021 დადგენილებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება № 82/2021
თარიღი: 02 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის და და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 02 ივლისის N 31 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 31),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ნაწილობრივი ცვლილება “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წელს გარე და შიდა მობილობის მისაღები ადგილების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 ივნისის N 70/2021 დადგენილების 1-ლი პუნქტის 1.1. ქვეპუქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1. საბაკალავრო პროგრამის ,,მუსიკა და დღევანდელობა” კონცენტრაციაზე (სპეციალობაზე) ,,მუსიკის ტექნოლოგია” გამოცხადდეს 8 შიდა და 3 გარე მობილობის ადგილი;“
2. დადგენილება დაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, სასწავლო დეპარტამენტს, ფაკულტეტის მიმართულებათა ხელძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგერდზე www. tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელომოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიურის საბჭოს თავმჯდომარე