დადგენილება 24/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის №55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის № 96/2021 დადგენილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №24/2021
თარიღი: 28 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის ლ.ა. ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 28 ივლისის № 07 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის №55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის № 96/2021 დადგენილება (დანართი – დადგენილება № 96/2021; დანართი 2 – განცხადების ფორმა – საშემსრულებლო; დანართი 4 – შეფასების ფორმა – საშემსრულებლო);
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
4. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ირაკლის ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი