გამოცხადდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრის არჩევნები
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის ნაცვლად ახალი წევრის არჩევის მიზნით დაინიშნა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები 2024 წლის 20 მარტს: – კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი -1 (ერთი) წევრი;
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2024 წლის 20 მარტის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება დაევალოს საარჩევნო კომისიას, რომელიც განისაზღვრება კონსერვატორიის რექტორის მ.შ ბრძანებით.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2024 წლის 26 თებერვალს და დასრულდეს 2024 წლის 05 მარტს. 5. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადის მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი №216, შაბათ-კვირის გარდა) ან კანდიდატებს სარეგისტრაციო განაცხადი შეუძლიათ გამოგზავნონ ელ.ფოსტაზე: konkursi@tsc.edu.ge;
იხ. განხადების ფორმა