ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია და ტრადიციული მუსიკის საღამო
2023 წლის 19 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულება ატარებს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას და ტრადიციული მუსიკის საღამოს.
წლევანდელი კონფერენცია ქართული სამუსიკო ფოლკლორისტიკის ფუძემდებლის − დიმიტრი არაყიშვილის − დაბადებიდან 150-ე წლისთავს ეძღვნება.
სამეცნიერო კონფერენციისა და საღამოს მიზანია საერო და სასულიერო მუსიკის ახალგაზრდა მკვლევართა და შემსრულებელთა განვითარების ხელშეწყობა, ტრადიციული შემსრულებლობის დაცვა და პოპულარიზაცია. კონფერენციასა და საღამოში მონაწილეობა შეუძლია ხალხური და საეკლესიო მუსიკის (მათ შორის, არაქართულის) ნებისმიერ ახალგაზრდა მკვლევარს (როგორც მუსიკოსს, ისე არამუსიკოსს) და შემსრულებელს (მომღერალს, საკრავზე დამკვრელს, მგალობელს; როგორც ჯგუფს, ისე სოლისტს).
იხილეთ კონფერებციის თეზისები აქ – კონფერენცია_პროგრამა და თეზისები