თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ”მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია“, www.gesj.internet-academy.org.ge რეცენზირებადი სამეცნიერო გამოცემაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევებს მუსიკისმცოდნეობის და მის მომიჯნე დარგებში.
თბილისის სახ. კონსერვატორიის ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტ აკადემიის ხელშეწყობით.
სარედაქციო კოლეგია მიესალმება ნებისმიერ თანამშრომლობას სტატიების, რეცენზიებისა და შენიშვნების სახით, რაც ემსახურება დარგის განვითარებას. ჟურნალი ისახავს შემდეგ მიზნებს:
საქართველოში ჰუმანიტარულ, კერძოდ კი სამუსიკისმცოდნეო-კულტუროლოგიურ კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება;
ახალგაზრდა მკვლევრებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში;
საინტერესო იდეებისა და კვლევითი საკითხების მიწოდება დაინტერესებული საზოგადოებისათვის;
ყველა წარდგენილი სტატია გადის წინასწარ შეფასებას და ფარულ რეცენზირებას ექსპერტთან. გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია არსად არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. რეცენზირების შემდგომ საბოლოო პასუხი ავტორებს ეცნობებათ.
სტატია უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე (ანოტაციები სამივე ენაზე) (იხ. ავტორებისათვის).
email: mkavtaradze@gmail.com
მისამართი: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ. 8-10