ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს შესარჩევ კონკურსს ფორტეპიანოების ინჟინრების გადასამზადებლად
კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევები:
ფორტეპიანოზე დაკვრის ცოდნა ;
მუსიკალური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
ფორტეპიანოს მექანიზმის ცოდნა ;
ბგერის შესამოწმებლად აბსოლუტური სმენა;
ფორტეპიანოს ჩაქუჩებისა და „დემპერების“ რეგულირების ცოდნა;
ფორტეპიანოს აწყობისა და ხმის/ტონალობის აგების ცოდნა (სასურველია საკონცერტო როიალისაც );
ფორტეპიანოს შესაკეთებლი ხელსაწყოების ცოდნა ;
უცხო ენის (ინგლისური ან/და გერმანული) ცოდნა სალაპარაკო დონეზე, ტექმინოლოგიაში გარკვევისთვის.
იანვარში სტეინვეის ჰამბურგის ქარხნიდან თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ინჟინერი შეარჩევს ჯამში სამ კანდიდატს, რომლებიც ორ კვირიან ტრეინინგს გაივლიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ სტეინვეის ჰამბურგის ქარხანაში – თებერვალი-მარტის პერიოდში; გადამზადებული კანდიდატები მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში ითანამშრომლებენ თბილისის კონსერვატოირასთან და საჭიროების შემთხვევაში გაუზიარებენ სხვა დაინტერესებულ პირებს მიღებულ ცოდნას.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
1. CV;
2. პირადობის მოწმობა;
3. მოტივაციის წერილი;
4. სამუსიკო განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) ჩაითვლება პრიორიტეტად.
დოკუმენტაცია უნდა გადმოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტაზე: rectorsoffice@tsc.edu.ge არაუგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბრისა.