თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადება და კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყება
1. გამოცხადდეს არჩევნები და დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია სსიპ –თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის 4-წლიანი სტაჟი უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. (ახლადარჩეული რექტორის უფლებამოსილების 4 წლიანი ვადა აითვლება 2023 წლის 21
ოქტომბრიდან);
4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 21 აგვისტოს.
5. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2023 წლის 25 სექტემბრიდან 2023 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე, (შაბათ-კვირის გარდა, შესვენება 13.00-დან 14.00-მდე;
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი No214); სარეგისტრაციო განაცხადისა და დოკუმენტაციის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge);
6. აკადემიური საბჭოსათვის სამოქმედო გეგმის წარდგენისა და კანდიდატთან/კანდიდატებთან გასაუბრების ვადად განისაზღვროს 2023 წლის 10 ოქტომბერი (კენჭისყრის დღე), რექტორის არჩევის დღედ -2023 წლის 10 ოქტომბერი.
7. აკადემიური საბჭო, მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ 2023 წლის 10 ოქტომბრის ფარგლებში, საზღვრავს სამოქმედო გეგმის წარდგენისა და კანდიდატთან/კანდიდატებთან გასამართი გასაუბრების დროსა და განრიგს,
რის თაობაზეც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება საჯაროდ, ხოლო აღნიშნულის თაობაზე კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ დამატებით.
8. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:
ა) აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ცნობა- უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის შესახებ;
გ) კონსერვატორიის განვითარების სამოქმედო გეგმა;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;
ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
აკადემიური საბჭოს დადგენილება იხილეთ აქ
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფორმა შესაძლებელია გადმოწეროთ აქ – განცხადების ფორმა, დანართი