სსიპ -თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ
1. გამოცხადდეს არჩევნები და დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია სსიპ –თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად.
2. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის 4-წლიანი სტაჟი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩევა აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, რექტორის არჩევის აქტის ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუმეტეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან 6 თვისა;
4. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 24 ოქტომბერს.
5. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2023 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე, შესვენება 13.00-დან 14.00-მდე; მისამართი: ქ.
თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი No212; სარეგისტრაციო განაცხადისა და დოკუმენტაციის
გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge;
6. აკადემიური საბჭოსათვის კონსერვატორიის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისა და კანდიდატთან/კანდიდატებთან გასაუბრების ვადად განისაზღვროს 2023 წლის 30 ოქტომბერი (კენჭისყრის დღე), რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის დღედ -2023 წლის 30 ოქტომბერი.
7. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:
ა) აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ცნობა- უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის შესახებ;
გ) კონსერვატორიის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;
ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
———-
აქ იხილეთ და გადმოწერეთ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფორმა
იხ. დადგენილებები: