გამოცხადდა კონკურსი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად
2023 წლის 01 ნოემბერს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსი გამოცხადდა.
პრეტენდენტთა რეგისტრაცია დაიწყება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2023 წლის 03 ნოემბრიდან 2023 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე (კვირის გარდა); მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი No212); სარეგისტრაციო განაცხადისა და დოკუმენტაციის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge);
აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსანტების დოკუმენტური მონაცემების გაცნობა და პრეტენდენტებთან გასაუბრება განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 13 ნოემბრისა.
აკადემიური საბჭოს მიერ პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს არაუგვაინეს 2023 წლის 16 ნოემბერი.
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლების მქონე;
ბ) ადმინისტრირების ან/და ფინანსური ან/და მატერიალური ან/და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში გამოცდილების მქონე (სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილების მქონე);
გ) 65 წელზე ნაკლები ასაკის;
პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე; (იხ. – განაცხადის ფორმა)
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) კონცეფცია და სამოქმედო გეგმა;
ვ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე;
ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
ი)სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა;
დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
იხ. დადგენილების ბმული