1 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 105 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გალა კონცერტითა და დაჯილდოვებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი – დირიჟორები: ზაზა აზმაიფარაშვილი და ლევან ჯაგაევი, კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი – ხელმძღვანელი: ლიანა ჭონიშვილი და სოლისტები: მარიამ წიკლაური, გიორგი მანოშვილი, ელმინა ჰასანოვა, ალექსანდრე ხუხუშვილი, მარიანა აჩბა, შოთა ქუტიძე, ნათია ივანიაშვილი, ანა ონიანი, გურამ პაატიშვილი, ვალერი რობანიშვილი, ეკატერინე ბუაჩიძე და გაგი სიხარულაშვილი.
კონცერტის მეორე ნაწილში გაიმართა იმ ხელოვანთა დაჯილდოვების ცერემონია, რომელთაც ქვეყნისა და კონსერვატორიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. აღსანიშნავია, რომ მათ დიდ ნაწილს წელს საიუბილეო წელი აქვს.
ეს ტრადიცია შარშან, კონსერვატორიის დაბადების დღეზე კონსერვატორიის რექტორმა – ნანა შარიქაძემ დაამკვიდრა.
კონსერვატორიის საპატიო ჯილდო წელს გადაეცათ: მანანა დოიჯაშვილს, ზაზა აზმაიფარაშვილს, გულიკო კარიაულს, როდამ ჯანდიერს, ნოდარ ჟვანიას, ელდარ გეწაძეს, დარeჯან მახაშვილს, ლეილა მარუაშვილს, ლალი სანიკიძეს, ნატალია ზუმბაძეს, ზეინაბ (ლალი) ბაქრაძეს, ნანა რუხაძეს, მარინა მეტრეველს, თეიმურაზ ელიავას, გულნარა ნიკოლაძეს, თინათინ მგალობლიშვილს, დოდო გოგუას, ნანა ქავთარაძეს, ნესტან (ნუგეშა) მესხს და ნანა ავალიშვილს.