ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.
თამარ ბულია (ვიოლინო), ირაკლი ევსტაფიშვილი (ფლეიტა), ნინო ჭირაქაძე (ფ/ნო), გვანცა ღვინჯილია (მუსიკის ისტორია), მაია მეტრეველი (ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი) და ივერი კეკენაძე (საერთაშორისო დეპარტამენტის კოორდინატორი) შეხვედრებს მართავენ ბელგიელ კოლეგებთან და ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს: პედაგოგები ატარებენ ლექციებს, მასტერკლასებს, მონაწილეობას იღებენ ე.წ. ‘job shadowing’ აქტივობებში, ეცნობიან და გამოცდილებას უზიარებენ მასპინძელი სასწავლებლის წარმომადგენლებს.
ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიასთან პარტნიორობის ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2017 წელს გააფორმდა, ხოლო მომდევნო წელს ერასმუს+ KA 107 ICM პროგრამით დაფინანსდა. პროექტი არ შედგებოდა, კონსერვატორიის რექტორის, ნანა შარიქაძისა და ბრიუსელის კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორის, სალვატორე ჯიოვენის ძალისხმევის გარეშე.