სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები – 2024
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის ნაცვლად ახალი წევრის არჩევის მიზნით წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები გაიმართება 2024 წლის 20 მარტს:
– კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი – 1 (ერთი) წევრი;
წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია წარმოებდა 2024 წლის 26 თებერვლიდან 05 მარტის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00 საათამდე კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი №216, შაბათ-კვირის გარდა), ან კანდიდატებს სარეგისტრაციო განაცხადი შეეძლოთ გამოეგზავნათ ელ.ფოსტაზე: konkursi@tsc.edu.ge;
რეგისტრირებული კანდიდატი:
კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, აკადემიური პერსონალი:
მარიკა ნადარეიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ჩატარდება 20 მარტს, 10:00-დან – 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი N406 (IV სართული).
არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით, დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ საარჩევნო კომისიას ელ.ფოსტაზე: konkursi@tsc.edu.ge.
განცხადება: ფიზიკური პირი
განცხადება: იურიდიული პირი
წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრის არჩევა ხდება სენატის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ.