მუსიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სკოლის გარეშე სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულების (სამუსიკო სკოლის) და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მუსიკის საგნის მასწავლებლების მომზადება. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის მიერ პედაგოგიური საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების, პროფესიული კომპეტენციების გამომუშავებას. პროგრამის დასრულების შემდეგ პირს ექნება თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები სამუსიკო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მასწავლებლის საქმიანობის განსახორციელებლად.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:
1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სახელოვნებო პროფესიული განათლება;
2. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში – საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება;
3. შიდა შესარჩევი გამოცდა
შიდა შესარჩევი გამოცდა გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუსიკის საგნის სწავლებისას გამოყენებული მეთოდების (რიტმის გრძნობის განვითარება, სიმღერის შესწავლა, იმპროვიზაციის ან კომპოზიციის უნარის განვითარებაზე მუშაობა და ა.შ.) თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შემოწმებას, მითითებულ პრობლემატიკაზე მოდელირებული გაკვეთილის ჩატარების გზით. საგამოცდო საკითხები იხ.ბმულზე
ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი.
2025-2026 ს.წ. მისაღები ადგილების რაოდენობა:
სახელმწიფო გრანტით დასაფინანსებელი –
თვითდასაფინანსებელი – ; /სწავლის საფასური: 2250 ლარი/
შენიშვნა: გრანტის განაწილება ხდება უსდ-ს მიერ განსაზღვრულ საგნობრივ გამოცდაში მიღებული შეფასების მიხედვით;
რეგისტრაციის ვადები:
საბუთების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge 2024 წლის 09 სექტემბრიდან 16 სექტემბრის 18:00 საათამდე; (დარეგისტრირებულთათვის დოკუმენტაციის ხარვეზების გამოსწორება – 2024 წლის 17 სექტემბრის 18:00 საათამდე);
რეგისტრირებულთა რაოდენობა: – – – (გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ)
შიდა შესარჩევი გამოცდა: 19-20 სექტემბერი (დაზუსტდება რეგისტრაციის შემდეგ)
საკონტაქტო ინფორმაცია:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ.: (+995 32) 299 51 94
ელ-ფოსტა: registration@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10
5