2023 წლის 14 მარტს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და სსიპ – ქალაქ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებით სფეროში სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის განხორციელების პროცესში კონსერვატორიის სტუდენტების აქტიურად ჩართვა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტუდენტების შემოქმედებითი განვითარებასა და ორი ინსტიტუციის მიერ კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტების წარმატებულად განხორციელებაში.