21 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და „თორაძე ფაუნდეიშენ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ და “თორაძე ფაუნდეიშენის” დირექტორმა ნინო თორაძემ.
მემორანდუმის მიზანია კულტურულ- საგანმანათლებლო და საკონცერტო აქტივობების ერთობლივად განხორციელება, ასევე კონსერვატორიის სტუდენტებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული დიდი არტისტების მასტერკლასების ორგანიზებაში მხარდაჭერა.