თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ და თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს!
მემორანდუმის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებით სფეროში სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის განხორციელების პროცესში კონსერვატორიის სტუდენტების აქტიურად ჩართვა.
მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს ერთობლივ საქმიანობას შემოქმედებით სფეროში ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, ასევე მონაწილეობის მიღებას სამუშაო შეხვედრებში.
თბილოსის სახელმწიფო კონსერვატოროასა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას“ ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტუდენტების შემოქმედებითი განვითარებასა და ორი ინსტიტუციის მიერ კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტების წარმატებულად განხორციელებაში.