ცხადდება კონკურსი სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის (1 ადგილი) სამსახურში მისაღებად.
კონკურსი ცხადდება 2022 წლის 14 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 16 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 26 იანვრისა.
კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსის შედეგების დამტკიცების ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 2023 წლის 31 იანვრისა;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი მიმართულებით ასოცირებულ ან ასისტენტ-პროფესორად პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. კონკურსანტის განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე, დადგენილი ფორმის მიხედვით;
2. კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. 1 (ერთი) ფოტოსურათი (ზომა: 3×4 სმ);
5. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (“უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
6. ბოლო სამსახურებრივი პოზიციის (აკადემიური თანამდებობა/მოწვეული მასწავლებელი) დამადასტურებელი ცნობა, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;
7. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/ების) ასლი/ები;
8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/ების) ასლი/ები და მათი აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
10. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
დოკუმენტის(დოკუმენტების) ასლი;
11. უცხო ქვეყანაში მიღებული სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
12. ჯილდოების, პრემიების, სტიპენდიების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით, ჩაწერილი CD-ზე;
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 16 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე, კონსერვატორიის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. № 8-10, ოთახი № 212, ელექტრონული მისამართი: hr@tsc.edu.ge)
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ბრძანება