19 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი” დახურვა გაიმართა.
ბოლო საკონცერტო დღეს, სცენაზე ესტონელი დირიჟორი – პაავო იარვი წარსდგა, რომელმაც თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად მსმენელს გამორჩეული მუსიკალური საღამო აჩუქა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით ვულოცავთ ფესტივალის ორგანიზატორებს ძალზედ წარმატებული და მრავალფეროვანი ღონისძიების ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებას. ასევე ვულოცავთ ყველა სტიპენდიანტს და ვუსურვებთ უდიდეს წარმატებას.
დღეს კი ფესტივალის გამორჩეული სტუმარი, ესტონელი დირიჟორი პაავო იარვი კონსერვატორიას ეწვია და შეხვედრა გამართა რექტორთან, ბატონ გიორგი ვაჩნაძესთან და რექტორის მოადგილესთან, ქალბატონ ნინო კასრაძესთან.