თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში წარმატებით განხორციელდა პროექტი „ვიდეოლექციების ციკლი მუსიკალურ-თეორიულ დისციპლინებში“.
პროექტის ხელმძღვანელი: მარიკა ნადარეიშვილი.
პროექტის მიზანია ინსტიტუციაში მუსიკალურ-თეორიული დისციპლინების ელექტრონული სწავლების თანამედროვე ფორმების დამკვიდრება, ქართულენოვანი სასწავლო ციფრული რესურსების შექმნა და დაგროვილი ცოდნის გაზიარება.
ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში ჩაიწერა 15 ვიდეოლექცია ორ დისციპლინაში – „მუსიკის თეორიის საფუძვლები“ და „სამუსიკო სტილების თეორია“. ავტორები: მუსიკის თეორიის მიმართულების აკადემიური და მოწვეული პერსონალი – ასოც. პროფ. რ. თაბაგარი, პროფ. ლ. მარუაშვილი, პროფ. მ. ნადარეიშვილი, ასოც. პროფ. ე. ონიანი, ასოც. პროფ. მ. ტაბლიაშვილი, პროფ. თ. ჩხეიძე, პროფ. ქ. ბოლაშვილი, მოწვ. მასწ. ქ. ჭიტაძე.
ტექნიკური მხარდაჭერა: თეონა ბენაშვილი, მაია მეტრეველი, სოფიო ხაჭაპურიძე;
მუსიკალური ქუდის ავტორი: ზურაბ ნადარეიშვილი.
ვიდეოლექციების სერია ახლა უკვე ღია წვდომაშია როგორც კონსერვატორიის სტუდენტებისთვის, ისე მათთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა მუსიკის თეორიის საკითხებში. ლექციები განთავსდა კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ელექტრონულ საცავში და კონსერვატორიის youtube არხზე შემდეგ ბმულებზე:
https://www.youtube.com/playlist?list=PLBEupzHJzI6BsIu3EOB42ml65bYN4hrBa
https://www.youtube.com/playlist?list=PLBEupzHJzI6DXz-HCQQfuxivKCZkM0vH_
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით