ინფორმაცია სსიპ -თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ.
—————————-
1. გამოცხადდეს არჩევნები და დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია სსიპ –თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად;
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის 4-წლიანი სტაჟი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
3. რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით;
4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 02 თებერვალს;
5. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2024 წლის 04 მარტიდან 2024 წლის 09 მარტის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე, (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი No216);
სარეგისტრაციო განაცხადისა და დოკუმენტაციის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge);
6. აკადემიური საბჭოსათვის სამოქმედო გეგმის წარდგენისა და კანდიდატთან/კანდიდატებთან გასაუბრების ვადად განისაზღვროს 2024 წლის 12 მარტი (კენჭისყრის დღე), რექტორის არჩევის დღედ -2024 წლის 12 მარტი;
7. კანდიდატმა სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად (იხ. განცხადების ფორმა) უნდა წარადგინოს:
ა) აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ცნობა- უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის შესახებ;
გ) კონსერვატორიის განვითარების სამოქმედო გეგმა;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;
ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.