სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს კონკურსს კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“, სპეციალობა „საორკესტრო სიმებიანი საკრავების“ მიმართულებაზე აკადემიური პერსონალის სამსახურში მისაღებად:
ასოცირებული პროფესორი – 1 (ერთი) ადგილი, (ვიოლინო).
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული პირი, ან/და პირი რომელსაც აქვს წვლილი შეტანილი პროფესიული კადრების მომზადებასა და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში და აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი მიმართულებით ასოცირებულ ან ასისტენტ პროფესორად პედაგოგიური და სამეცნიერო-შემოქმედებითი მუშაობის
არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
– კონკურსანტის განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე, დადგენილი ფორმის მიხედვით; (განცხადების ფორმა)
– კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით; (ანკეტა და ანკეტის დანართი- სწავლების კონცეფცია).
– პირადობის მოწმობის ასლი;
– 1 (ერთი) ფოტოსურათი (ზომა: 3×4 სმ);
– ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
– ბოლო სამსახურებრივი პოზიციის (აკადემიური თანამდებობა/მოწვ.მასწ) დამადასტურებელი ცნობა, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;
– უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/ების) ასლი/ები;
– უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/ების) ასლი/ები და მათი აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი ანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
– დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– უცხო ქვეყანაში მიღებული სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– ჯილდოების, პრემიების, წოდებების, სტიპენდიების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.
– „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, აკადემიური თანამდებობის დაკავებისთვის შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობა (საჭიროების შემთხვევაში).
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით (ჩაწერილი CD/ფლეშ მეხსიერებაზე).
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 15 იანვრიდან 2026 წლის 22 იანვრის ჩათვლით, 10.00-დან 18.00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა, შესვენება 13.00-დან 14.00-მდე) კონსერვატორიის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი No216, ელექტრონული მისამართი: konkursi@tsc.edu.ge)