თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელოაბის სამუსიკო სემინერიაში მისაღები მოთხონები შემდეგია:
სპეციალობები:
• საშემსრულებლო (საფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი საკრავები);
• მუსიკის თეორია და ისტორია (VII კლასიდან);
• საგუნდო –სადირიჟორო (VII კლასიდან);
• კომპოზიცია (VII კლასიდან).
სემინარიის მოსამზადებელ, ნებისმიერი განყოფილების პირველ კლასში და ასევე საორკესტრო ჩასაბერი განყოფილების ინტენსიურ ჯგუფში შემსვლელთათვის შემოწმდება მუსიკალური სმენა, რიტმი და მეხსიერება.
II-XI კლასებში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გამოცდას სპეციალობაში და თეორიულ საგნებში.
საორკესტრო განყოფილების V-VI კლასებში, ინტენსიური სწავლების ჯგუფებში ჩაირიცხებიან მუსიკალური განათლების არმქონე მოსწავლეები, რომლებიც მისაღებ გამოცდაზე გამოავლენენ განსაკუთრებულ მუსიკალურ მონაცემებს (სმენა, რითმი, მეხსიერება). ისინი სპეციალობას და თეორიულ საგნებს გაივლიან ინტენსიური სწავლებისათვის შექმნილი სპეციალური პროგრამების მიხედვით.
სემინარიაში ჩარიცხული მოსწავლეები ავტომატურად ირიცხებიან სემინარიასთან არსებულ, იმავე შენობაში გახსნილ ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლაში ა.ა.ი.პ. “ჩვენი სკოლა”.
მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს:
• ორი ფოტო 3X4;
• დაბადების მოწმობის ასლი;
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
მომდევნო სასწავლო წლის მიღების თარიღები გამოცხადდება 2024 წლის დასაწყისში.
—————————————————————————————————————————-