1. საშემსრულებლო ხელოვნება
სპეციალობები:
2. კომპოზიცია
3. მუსიკისმცოდნეობა
სპეციალობები:
4. მუსიკის ტექნოლოგია
სწავლების ფორმა – დღის დასწრებული
ყველა სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა – 2 წელი (4 სემესტრი, 120 ECTS)
სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის, უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პირები.
სამაგისტრო პროგრამებზე ”მუსიკისმცოდნეობა” და ”კომპოზიცია” აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება შერეული წესით – საერთო სამაგისტრო გამოცდისა და კონსერვატორიის კონკურსის (შემოქმედებითი ტურის/ების) საფუძველზე. სხვა სამაგისტრო პროგრამებზე აბიტურიენტი აბარებს მხოლოდ შემოქმედებით ტურს/ებს.
სპეციალობის შეცვლის შემთხვევაში აბიტურიენტი აბარებს კოლოკვიუმს მის მიერ არჩეული სპეციალობის/პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. კოლოკვიუმის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება მისი დაშვება სპეციალობის გამოცდაზე.
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ტელ.: (+995 32) 2 98 70 27
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მის: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ.№ 8-10