კონსერვატორიის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია: ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს (რომლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არაა გასული 2 წელი);
სტუდენტს ან კურსდამთავრებულს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით – მინიმუმ „B” (81-90%) ძალიან კარგი). აღნიშნული ინფორმაცია მოიძიეთ სამდივნოში. (გაითვალისწინეთ – აუცილებელია ორივე წინაპირობის დაცვა)
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობისათვის აუცილებელია მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით შევსებული და ხელმოწერილი წერილობითი თანხმობის ფორმის გამოგზავნა მისამართზე: study@tsc.edu.ge იხ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2197755.