სტუდენტმა წერილობით უნდა მიმართოს სამდივნოს მომდევნო სემესტრში სწავლის გაგრძელების თაობაზე,
● აირჩიოს სპეციალობის დისციპლინის/ების პედაგოგი/ები (ასეთის საჭიროების შემთხვევაში),
● განაცხადოს დავალიანებაში მქონე საგნის/ების გავლის თაობაზე, გადაიხადოს საფასური და გამოაგზავნოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი;
● თვითდაფინანსებაზე მყოფმა სტუდენტმა გადაიხადოს სწავლის საფასური და გამოაგზავნოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი; (მინიმალური შენატანი შეადგენს წლიური ღირებულების ნახევარს) იხ.საბანკო რეკვიზიტები
საბაკალავრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) – 2250 ლ
სამაგისტრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) – 3000 ლ
სადოქტორო პროგრამის ღირებულება (1 წელი) – 3200 ლ
პირველკურსელებმა (ზემოაღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვამდე რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ:
1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი (დედანი და დედნის ელ. ვერსია) საბაკალავრო პროგრამებისთვის;
2. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის, უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი (დედანი და დედნის ელ. ვერსია) სამაგისტრო პროგრამებისთვის;
3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის (ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე).
4. სწავლის საფასურის (პირველი სემესტრის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ყველა პროგრამაზე თვითდაფინანსებაზე მყოფი პირებისთვის); (იხ. საბანკო რეკვიზიტები)
5. რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა); (მხოლოდ საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა და დღევანდელობა“ და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე);
6. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (პროგრამაზე „მუსიკა და დღევანდელობა“);
7. ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG) (პროგრამაზე „მუსიკა და დღევანდელობა“);
8. ხელშეკრულება (ფორმა აპლიკანტს გაეგზავნება რეგისტრაციის დროს).
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დედნის ელ. ვერსია).
კლავიშიანი საკრავები – თინათინ ჯოგლიძე tinatin.joglidze@tsc.edu.ge – 599727194
საორკესტრო საკრავები – მაია ირემაშვილი maia.iremashvili@tsc.edu.ge – 595 037404
სოლო აკადემიური სიმღერა – მადონა ბუხაიძე madona.bukhaidze@tsc.edu.ge – 599 607855
აკადემიური გუნდის დირიჟორობა – ლალი მიღდისელი lali.migdiseli@tsc.edu.ge – 571 710112
ჯაზის ხელოვნება – ელენე ნადარაია elene.nadaraia@tsc.edu.ge – 595 037400
კომპოზიცია – ლალი მიღდისელი lali.migdiseli@tsc.edu.ge – 571710112
მუსიკის თეორია/მუსიკისმცოდნეობა – ლალი მიღდისელი lali.migdiseli@tsc.edu.ge – 571710112
მუსიკა და დღევანდელობა – ლალი მიღდისელი lali.migdiseli@tsc.edu.ge – 571710112
ტელ.: (+995 32) 293-36-43, (+995 32) 293-52-80