ფონდ “ქართული გალობის” მიერ გამოცხადდა შერჩევა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიურ ერთჯერად სტიპენდიის მისაღებად.
სტიპენდია გაიცემა 2016 წლიდან ყოველწლიურად, ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელის ტრადიციული მუსიკის მკვლევარი და ეთნოლოგი გამორჩეული სტუდენტებისათვის.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს 2022- 2023 სასწავლო წელში მაღალი აკადემიური მოსწრება/აქტიური სამეცნიერო ცხოვრება.
1. სტუდენტი შესაძლებელია იყოს 2023 წლის კურსდამთავრებული, აქტიური ან შეჩერებული სტატუსის მქონე;
2. შესაძლებელია, სტუდენტს 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი და შესაბამისად, შერჩევა მოხდეს მხოლოდ სამეცნიერო აქტივობის შეფასებით;
3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია წინა წლის/წლების სტიპენდიანტს;
4. აგრეთვე, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პირველი კურსის სტუდენტმა, თუ მას წინა წლის განმავლობაში აქვს გარკვეული სამეცნიერო აქტივობა.
მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ განაცხადი 14 ოქტომბრის ჩათვლით ელ. ფოსტაზე: compose-theory@tsc.edu.ge .