თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2026 წლის 25 მარტს ჩატარდა საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები ოთხ მიმართულებაზე: “სპეც.ფორტეპიანო”, “საორკესტრო სიმებიანი საკრავები” და “სოლო აკადემიური სიმღერა”, “საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები”. ასევე იყო გამოცხადებული არჩევნები “ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების” მიმართულებაზე სადაც არჩევნები ვერ შედგა ქვორუმის არ შევსების გამო და ჩატარდება განმეორებით.
საბჭოში, ცალკეულ მიმართულებებზე არსებული კვოტების შევსების მიზნით ჩატარებული არჩევნების შედეგების საფუზველზე, საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს წევრობის უფლებამოსილება მიენიჭათ: · სპეც. ფორტეპიანო – ასისტ. პროფესორს დავით ალადაშვილს, სოლო აკადემიური სიმღერა – ასისტ. პროფესორს გოჩა დათუსანს, საორკესტრო სიმებიანი საკრავები – ასოც. პროფესორს გიორგი ხაინდრავას.