3 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ოფიციალურ web, facebook და youtube გვერდებზე გაავრცელა საინფორმაციო ვიდეო, სადაც საუბარია ყველა იმ ცვლილებაზე, რომელიც მისაღები გამოცდების საბაკალავრო პროგრამებში განხორციელდა.
კონსერვატორია ახალი, 2021-2022 სასწავლო წლისთვის ემზადება. აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 10 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, ხოლო შემოქმედებით ტურები ჩატარდება 2021 წლის 07 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.
საინფორმაციო ვიდეოში ასევე მოხდა კონსერვატორიის ახალი ვებ გვერდის წარდგენა და კონკრეტულად იმ განყოფილებების ჩვენება, სადაც გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციაა განთავსებული.
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კონსერვატორიის ვებ გვერდზე http://tsc.edu.ge/
ონლაინ შეხვედრას უძღვებოდნენ კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე, საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი თეონა ბუაძე, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი მაკა ვირსალაძე და მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი მარიკა ნადარეიშვილი. მოდერატორი – გვანცა ზაქარეიშვილი, კონსერვატორიის საზ. ურთიერთობის მენეჯერი.
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე study@tsc.edu.ge