სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2026-2027 სასწავლო წელს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე – „საშემსრულებლო ხელოვნება“, „კომპოზიცია“, „მუსიკოლოგია“ სწავლის მსურველთათვის აცხადებს მიღებას მოსამზადებელ კურსზე.
მოსამზადებელი კურსის მიზანია შიდა მისაღები გამოცდებისთვის აბიტურიენტთა მომზადება; სწავლა დაიწყება 2025 წლის 06 ნოემბრიდან (ხანგრძლივობა 7 თვე)
ჯგუფური (მუს. თეორია) და ინდივიდუალური მეცადინეობების მსურველებმა, არაუგვიანეს 2025 წლის 31 ოქტომბრის 17:00 საათისა, უნდა გამოაგზავნონ:
განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა);
პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
ყოველთვიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი.
შენიშვნა: ჯგუფი გაიხსნება 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში.
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ოთახი: 228
ტელ: (+995 32) 2 98 70 27
e-mail: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. 8-10