ცხადდება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები.
ფაკულტეტის საბჭოს წევრობის მსურველმა აკადემიური პერსონალი განცხადება უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 20 დეკემბრიდან 2023 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კონსერვატორიის კანცელარიაში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი №216 ან კანდიდატებს სარეგისტრაციო განაცხადი შეუძლიათ გამოგზავნონ კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურის ელ.ფოსტაზე: kantselaria@tsc.edu.ge;
საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი მიმართულების სხდომაზე ღია კენჭისყრით:
ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს შესაბამისი მიმართულების პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
იხ. ბრძანება