დადგენილება № 38/2021 – „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალობებზე სწავლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 08 ოქტომბრის № 114/2021 დადგენილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №38/2021
თარიღი: 12 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ს“ პუნქტის, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 12 ოქტომბრის № 09 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი № 09),
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალობებზე სწავლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 08 ოქტომბრის № 114/2021 დადგენილება წარმოდგენილი დანართი №1-ის სახით;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი