დადგენილება №47/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერთა (კორეპეტიტორთა) კონკურსის გადავადების შესახებ
დადგენილება №47/2021
თარიღი: 26 აპრილი, 2021 წელი
აკადემიური საბჭო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და გამომდინარე აქედან, არაპროგნოზირებადი გარემო კონცერტმაისტერების (კორეპეტიტორების) შემთხვევაში არ იძლევა საკონკურსო პირობების და მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობას. კონცერტმაისტერის საკონკურსო მოთხოვნები ითვალისწინებს ფიზიკურ აქტივობას (კონცერტს, გაკვეთილს), კონკურსანტის შეფასება დოკუმენტნაციის მიხედვით კი შეუძლებელია. საკონკურსო პირობებისა და მოთხოვნების შესრულება კონკურსანტს უწევს ვოკალისტთან ან საორკესტრო სიმებიანი და ჩასაბერი საკრავის შემსრულებელთან ერთად (კონცერტმაისტერი წინასწარ ირჩევს პროგრამას და ამზადებს თავის პარტნიორთან ერთად). ერთ-ერთი მონაწილის დაინფიცირების შემთხვევაში (ან თვითიზოლაცია) დიდია ალბათობა იმისა, რომ კონკურსანტი პარტნიორის გარეშე დარჩეს, ამასთან პროგრამის სოლისტის (პარტნიორის) ჩანაცვლება იგივე პროგრამით რისკის მატარებელია და ამასთან ეს გარემოება, როგორც წესი, კონცერტმაისტერის მომზადების დონეზე აისახება. აკადემიური საბჭო აღნიშნავს, რომ კონსერვატორიის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონცერტმაისტერები წარმოადგენენ სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილს ყველა საშემსრულებლო სპეცილობაზე (გარდა საფორტეპიანო სპეცილობისა) და სასწავლო პროცესის პარალელურად ამ კონკურსის ჩატარება ამ პერიოდში (გარდა ზაფხულისა) გამოიწვევს სასწავლო პროცესის შეფერხებას.
ზემოაღნიშნულიდან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტიდან, აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 აპრილის №18 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 18),
აკადემიური საბჭო ადგენს:
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე