დადგენილება №52/2021 – „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის N 37/2020 დადგენილებით დამტკიცებულ “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და პანდემიით გამოწვეული შედეგების გათვალსიწინებით საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესსა და პროცედურებში” ცვლილებების შეტანის შესახებ
დადგენილება N 52/2021
თარიღი: 14 მაისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2021 წლის 14 მაისის №21 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 21),
აკადემიური საბჭო ადგენს:
3.2. საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ პანდემიიდან გამომდინარე შედეგების გამო (კარანტინის პერიოდი, შეჩერებული ფრენები და სხვ.) საკვალიფიკაციო გამოცდებზე ფიზიკურად საქართველოში ჩამოსვლას ან ახლად გამოუვლინდათ დაავადება, მაგრამ ამავე დროს არ აქვთ საკვალიფიკაციო გამოცდის გადატანის უფლება, მიეცეთ დამატებით ერთჯერადად შესაძლებლობა, დაფარონ დავალიანება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
1.2. მე-6 მუხლის – 2020-2021 აკადემიური სასწავლო წლისათვის გადატანილი საკვალიფიკაციო გამოცდები – 6.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6.1. 2020-2021 აკადემიური სასწავლო წელს გადატანილი საკვალიფიკაციო გამოცდების ფორმატი განისაზღვროს შემდეგი სახით:
6.1.1. საშესრულებლო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე – საშემსრულებლო ხელოვნება (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხური), ჯაზის ხელოვნება (საბაკალავრო საფეხური) გადატანილი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ფორმატი განისაზღვროს როგორ ფიზიკურად, ისე ონლაინ პირდაპირი ჩართვის ე.წ. „ლაივსტრიმის“ საშუალებით;
6.1.2. კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე – კომპოზიცია (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხური), მუსიკის თეორია (საბაკალავრო საფეხური), მუსიკისმცოდნეობა (სამაგისტრო საფეხური), სამუსიკისმცოდნეო კვლევები (სადოქტორო საფეხური), მუსიკა და დღევანდელობა (სპეციალობა – მუსიკის ტექნოლოგია (საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხური) გადატანილი საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდეს დისტანციური ფორმატით;
2. დადგენილება გადაეგზავნოს სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე