დადგენილება № 66/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე “კომპოზიცია” და “სამუსიკისმცოდნეო კვლევები” მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით ჩანაცვლების შესახებ
დადგენილება №66/2021
თარიღი: 04 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 04 ივნისის №25 სხდომაზე პოზიციათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 25),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ,,კომპოზიცია” და „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ მოიხსნას გამოცდა უცხო ენაში, სანაცვლოდ დოქტორანტს მიეცეს საშუალება ან რეგისტრაციის დროს ასეთის არსებობის შემთხვევაში წარადგინოს უცხო ენის არა ნაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარების მქონე სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, CAMBRIDGE) ან ჩარიცხვის შემდეგ სამი სემესტრის განმავლობაში წარადგინოს ზემოთ ხსენებული სერტიფიკატი ან კონსერვატორიის მიერ შემოთავაზებული უნივერსიტეტიდან (თსუ) გამოცდის შედეგად მიღებული შესაბამისი ქულები;
2. დადგენილება გადაგზავნოს სასწავლო დეპარტამენტს, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე