დადგენილება № 79/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის შესახებ
დადგენილება №79/2021
თარიღი: 28 ივნისი, 2021 წელი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 28 მაისის # 61/2021 დადგენილებისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 28 ივნისის №29 სხდომაზე პოზიციათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 29),
აკადემიური საბჭო ადგენს: 1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შერჩეულ იქნეს ქეთევან იაშვილის კანდიდატურა;
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე