დადგენილება №84/2021 – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე პროფესორების, ასოცირებულიპროფესორებისა და ასისტენტ–პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 24 ივნისის №75/2021 დადგენილებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება № 84/2021
თარიღი: 02 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, კომისიის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობათან დაკავშირებით შემოტანილი პირადი განცხადებების და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 02 ივლისის N 31 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 31),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ნაწილობრივი ცვლილება “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ–პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 24 ივნისის №75/2021 დადგენილების 1-ელ პუნქტში:
– „საფორტეპიანო მიმართულება“ – კომისიის წევრად ნოდარ ნაკაიძის ნაცვლად განისაზღვროს მანანა ნეიძე;
– „სავალდებულო ფორტეპიანოს მიმართულება“ – კომისიის წევრად ნოდარ ნაკაიძის ნაცვლად განისაზღვროს ლალი სანიკიძე;
– „აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულება“ – კომისიის წევრად გივი მუნჯიშვილის ნაცვლად განისაზღვროს ზაზა აზმაიფარაშვილი;
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგერდზე www. tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე